
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანმა პედაგოგმა ლია სახელაშვილმა თემაზე - „ჩვენ და ვირუსები“ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მე-8 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. მოიძიეს ინფორმაციები, შექმნეს რესურსი და პრეზენტაცია power point-ის გამოყენებით. აჩვენეს ანიმაცია COVID-თან ბრძოლისათვის რეგულაციების დაცვის აუცილებლობასა და საჭირო სამედიცინო დახმარების დროულად მისაღებად.
ღია გაკვეთილის წარმატებულად ჩატარების გამო პედაგოგი დადებითად შეფასდა.
იხილეთ ფოტოები