„26 მაისი ჩვენი დღეა“ - ეწერის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
26-05-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დამრიგებელმა, მარიამ ბრეგვაძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი - „26 მაისი ჩვენი დღეა“ ჩაატარა. 

სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები - ელენე სარალიძე, ნინო კუპატაძე, თამაზ ჭუმბურიძე და ლიკა შუკაკიძე.

მოსწავლეებმა წარადგინეს მათი თვალით დანახული 26 მაისი.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...