
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და გზა დაულოცეს.
სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს გულითადად ვულოცავთ სწავლის დასრულებას, წინ ახალი გამოწვევებია, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას,ულევ სიხარულს...
ღირსეულად გეტარებინოთ პირველსკოლელობის პატივი და თქვენი ლამაზი სახელებით დაგემშვენებინოთ ჩვენი უძველესი სკოლის საამაყო ქართველთა სახელებით დახუნძლული „ცხოვრების ხე“,- ნათქვამია მაია თავართქილაძის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები