„შუა საუკუნეების სამოსი“ - ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
26-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მერვე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი - „შუა საუკუნეების სამოსი“.
„მოსწავლეებმა მეტი თვალსაჩინოებისთვის თოჯინები გამოაწყეს სამეფო, დიდებულების, გლეხების, მეომრების, ბერ-მონაზვნებისა და ქართულ ეროვნულ სამოსში. წარმოადგინეს პრეზენტაცია. გაკვეთილმა საქმიან და ხალისიან გარემოში ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია