მატნის N1 სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხალხური საკრავებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა მოეწყო
26-05-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული, ხალხური საკრავებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა მოეწყო. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ხალხური სიმღერები შეასრულეს. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203