
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის დამთავრებას.
„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია,პედაგოგიური კოლექტივი,მოსწავლეები, მშობლები სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას, ბედნიერი და წარმატებული მომავალი არ მოგკლებოდეთ უფლისგან ახალგაზრდებო.
გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები