ბათუმის N29 სკოლის მოსწავლე სოფია თავდგირიძემ izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში I ხარისხის დიპლომი მოიპოვა
ბათუმის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლე სოფია თავდგირიძემ
izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლეს წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.