სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა
26-05-2021
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებათ, ამიტომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა.
დედამიწის საერთაშორისო დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში, მერიის და სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს