„გვჯერა, ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით“- თბილისის N61 სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
26-05-2021

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექცია მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი‼‼‼
ბედნიერი, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღე იყო მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის. ჩვენ ერთად გავატარეთ 12 წელი! 
ერთად გავიზარდეთ, შევიცვალეთ, განვვითარდით, გადავლახეთ ახალი გამოწვევები. 
ჩვენ გვჯერა, რომ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით! 
გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას და ნათელ მომავალს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203