ქვაბღის საჯარო სკოლამ მოსწავლე დავით ბერიძე კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა
26-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კონკურსებსა და პროექტებში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა მათი მოსწავლე დავით ბერიძე.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ კონკურსში „ჩემი დიდგორი“ მონაწილეობის მიღებისა და ქვაბღის საჯარო სკოლის წარმატებით წარმოჩინებისთვის დავით ბერიძე ჯილდოვდება სკოლის მიერ მცირედი სასაჩუქრე ნაკრებით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ბავშვით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს