
მოსწავლეები, ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ. მათი თქმით, ეროვნული სამოსი სამშობლოს კულტურის ერთ-ერთი ძირითად ნაწილია, რომელშიც ნათლად ჩანს ჩვენი ეროვნული ხასიათი, ცხოვრების წესი და ტრადიციები.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის დღე ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
მოსწავლეთა პედაგოგი ნათია ბედინაშვილი გახლავთ.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.
იხილეთ ფოტოები