
კერძო სკოლა „მერმისში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლა „მერმისის“ ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქართველს ულოცავს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.