„სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ერთმანეთის პროგრესისთვის“-ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ 27 მაისს კონფერენცია გაიმართება
26-05-2021

„სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ერთმანეთის პროგრესისთვის“ - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი ხუთშაბათს, 15:00 საათზე IV კლასის მოსწავლეების პროექტის ფარგლებში, სასკოლო კონფერნციას აანონსებს.

კონფერენცია, სკოლა „პროგრესში“ ახლადდანერგილი საგნის - „სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება“ ფარგლებში იმართება და მისი ხელმძღვანელი ამავე საგნის მასწავლებელი და სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კილაძეა.

„სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არის პროცესი, რომლის მეშვეობით, ბავშვები იძენენ ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს; მათი გამოყენებით, სახელდებენ და მართავენ საკუთარ ემოციებს, ისახავენ პოზიტიურ მიზნებს და ისწრაფვიან მათ მისაღწევად, გრძნობენ და გამოხატავენ ემპათიას ერთმანეთის მიმართ, აყალიბებენ და ავითარებენ სოციალურ ურთიერთობებს და იღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს.

ახალი საგანი პროექტის „საქართველოს სკოლებში სოციალურ - ემოციური უნარების სწავლების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში დაინერგა, რომელიც ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“-, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203