
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა ნინო ბერიძემ ხელოვნების კაბინეტში უფროსკლასელების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო, სადაც I-VI კლასის მოსწავლეები მიიწვია.
„ხელოვნების კაბინეტში პატარებს ნამდვილი სამოთხე დახვდათ, გაოცებული და აღფრთოვანებული თვალებით ათვალიერებდნენ ბავშვების მიერ დახატულ ნატარებს, პლასტელინით გამოძერწილ ფიქურებს, ქაღალდისგან შექმნის კალათებს და ხელით შექმნის სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს...
ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის ხელოვნების კაბინეტში სტუმრობა.
დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ბერიძეს, ასეთი საინტერესო გამოფენის მოწყობისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები