ხელვაჩაურის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
26-05-2021
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს