ხონის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემეცნებითი გაკვეთილი მიეძღვნა
26-05-2021
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მე-5 კლასში ქართული ენის გაკვეთილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მასწავლებელი ქეთევან კაკაბაძე. კლასის ხელმძღვანელი ეთერ ჯიქია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე - აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203