
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა, გაიანე არაქელიანმა პირველი კლასში სასწავლო პროექტი - „ციფრები და მათემატიკა“ დაგეგმა.
პროექტი იყო შემეცნებითიც და სახალისოც. მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
„მოსწავლეებმა გამოავლინეს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი. ისინი თავისუფლად, სწრაფად უმატებდნენ, აკლებდნენ და ამოიცნობდნენ ციფრებს. პროექტი გაალამაზეს სიმღერებით“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა