
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში, მოწვეული ლიცენზირებული კომპანიის მიერ შენობის სრულფასოვანი დეზინფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სკოლის ინვენტარი.
სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: