„ოთხივე საამაყოები ხართ: ლუკა, ირაკლი, გიორგი, ქრისტინე“ - ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
26-05-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა 4 საამაყო კურსდამთავრებულს გამოემშვიდობა. დირექცია ოთხივე მე-12 კლასელს წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

„ხუნწის საჯარო სკოლა მუდამ ამაყია თავისი კურსდამთავრებულებით. წელს კი განსაკუთრებით, რადგან 4-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა და ოთხივე ემზადდება ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გვყავს კურსდამთავრებული ქრისტინე გელენიძე, რომელმაც „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში პორტატული კომპიუტერი მიიღო, ახლა კი ოქროს მედლის კანდიდატია.

წარმატებების საფეხურებით გევლოს ქრისტინე, მუდამ სიხარული და ბედნიერება იყოს შენი ცხოვრების მეგზური. გვეამაყებით მთელ სკოლას. ოთხივენი საამაყოები ხართ: ლუკა, ირაკლი, გიორგი, ქრისტინე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვობის ზღაპრული სამყაროდან ცხოვრების ფართო ასპარეზზე გადასვლას“, - წერია სკოლის დირექტორის, მალხაზ წირღვავას მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203