„ახალგაზრდა მასწავლებლის აღმოჩენა ბედნიერებაა!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექცია ინგლისური ენის პედაგოგით, სალომე შალამბერიძით ამაყობს
26-05-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექცია ინგლისურის პედაგოგით, სალომე შალამბერიძით ძალიან ამაყობს. როგორც სკოლის ინფორმაციაშია აღნიშნული, მასწავლებელმა ბავშვები ინგლისურად „აასხაპუნა“.
„უნიჭიერესი, უშრეტი ენერგით სავსე, მიზანსწრაფული, მუდამ ახლისძიებაში მყოფი, უმშვენიერესი, შრომისმოყვარე და თავისი საქმის უსაზღვროდ შეყვარებული ახალგაზრდა მასწავლებლის აღმოჩენა ბედნიერებაა, აბა რა არის! ამშვენებს სკოლას, სალომე შალამბერიძე გაკვეთილს, გარემოს,... თითოეულ ჩვენგანს სიყვარულით და სიხარულით გვავსებს! როგორ „აასხაპუნა“ ინგლისურად ეს ბავშვები, ნეტა იცოდეთ!...მითქვამს და ვიმეორებ, ამ მოსწავლეებს სწამთ და ითავისებენ „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ!"...მადლობა მასწავლებელო! მადლობა ბავშვებო!“ - წერია დირექციის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია