„წიგნიერი თაობა წიგნის სიყვარულით იზრდება“- ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ
26-05-2021
ცაგერის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის აქტიური მკითხველები, მე-11 კლასის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
„წიგნი ცოდნის წყაროა, წიგნის საერთაშორისო დღეს და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის კვირეულის გახსნის დღეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ ტრადიცია დაამკვიდრა: აჩუქე წიგნი! ჩვენი პირველი სამახსოვრო საჩუქარი წილად ხვდათ ჩვენს აქტიურ მკითხველებს, ცაგერის საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლეებს! წიგნიერი თაობა წიგნის სიყვარულით იზრდება!... ლუკა,ლევან,ლიზი...“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს