ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია მამარდაშვილმა izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანდრია მამარდაშვილი izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.