თბილისის N119 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26-05-2021
თბილისის N119 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

სკოლის დირექცია თითოეულ ქართველს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირობას დებს, რომ პედაგოგები დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ და ჯანსაღ თაობას აღზრდიან.

„26 მაისი! საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ქართველი ერის თავისუფლების სიმბოლო!

გილოცავთ თითოეულ ქართველს ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს.

ჩვენ კი, N119 სკოლა, გპირდებით, რომ აღვზრდით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ, ჯანსაღ თაობას, რადგან არა არის რა თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი რამ... თავის უფლება...

გილოცავ, საქართველო!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203