ხონის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
26-05-2021

მოსე ხინელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში 26 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მიეძღვნა.

მოსწავლეთა ქართული ენის მასწავლებელი მირანდა ხურცილავა გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი მაია ხურცილავაა.

„არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,

არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა

არ გამაჩნია!“

მუდამ იფრინონ მშვიდობის მტრედებმა!“- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203