
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა.
„საქართველო ჩემი სამშობლოა“ - ასეთი სახელწოდება ჰქონდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს მესამე კლასში.
მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები სამშობლოზე, გმირობაზე, საქართველოს სიყვარულზე. მათ გაიაზრეს, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს თავისი გაკეთებული საქმით დაგვანახოს ქვეყნის სიყვარული. გაკვეთილის მიზანიც ეს იყო.
საქართველოს სიყვარული ზოგმა ლექსით გამოხატა, ზოგმა - ნახატით.
იხილეთ ფოტოები