წესის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ჩატარდა
25-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ჩატარდა.
მოსწავლეებმა 1924 წლის აჯანყების მონაწილის, მიხა ხელაშვილის პოეზია „გააცოცხლეს“ .
„გასული საუკუნის 20-იან წლებში ბევრი ადამიანის ბედის ბორბალი დატრიალდა უკუღმა. მათ შორის გამორჩეული იყო მიხა ხელაშვილი. მის პიროვნებაში ერთმანეთს შეერწყა ბრწყინვალე მელექსე და დიდებული მამულიშვილი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პოეზიის საღამოს ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ცერცვაძე იყო.