თბილისის N120 საჯარო სკოლის IX2 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი თევზაძემ, მარიამ მოდებაძემ, ნინი ბილიხოძემ, გიორგი კვეკვესკირმა, დათო მიქაიამ, სანდრო ჯანჯღავამ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“ გაიმარჯვეს.
სკოლის აღსაზრდელები პროექტში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნათია ქვათაძისა და ნონა ხეცურიანის ინიციატივით მონაწილეობდნენ.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები ორგანიზატორმა, მარინა ხარიტონაშვილმა შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
მოსწავლეთა გუნდი „ნიკე“ მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებელს, ნონა ხეცურიანს პროექტის მსვლელობისას გაწეული კონსულტაციისათვის.
იხილეთ ფოტოები