ლაცორიის საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმატება izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში
25-05-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეები - თეკლა ჩაჩხიანი და გაბრიელ სვანიძე izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203