ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლე ოთარ მამარდაშვილი izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ოთარ მამარდაშვილი izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
ქართული ენა და ლიტერატურის ოლიმპიადა
ოთარ მამარდაშვილი - 9 კლასი