ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა მოსწავლეები - მარიამ თუთისანი (მე-5 კლასი), გიორგი ფირცხალავა (მე-7 კლასი), გეგა გასვიანი (მე-3 კლასი), ნინო მიქაუტაძე (მე-3 კლასი) და ელისაბედ გასვიანი (მე-3 კლასი) izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.