„იარეთ, მზიან ბილიკებზე ბედნიერებმა“ - ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კუპატაძე მე-12 კლასელებს გამოეთხოვა
25-05-2021
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა. 

კურსდამთავრებულების გაცილება ემოციური იყო როგორც სკოლიდ დირექტორისტვის, ისე მოსწავლეების დამრიგებლისთვის. გამოსაშვებ ღონისძიებაზე, რომელიც რეგულაციების დაცვით ჩატარდა, მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა და დამრიგებელმა ბოლოჯერ მიმართეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს. 

„უპირველესი,რაც პიროვნებას შესამჩნევს ხდის, არსებულის სწორად შეფასება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია. ეს ღირებულებები კი თქვენში განვითებულია. გილოცავთ, ჩემო კარგებო, სკოლის დამთავრებას! წარმატებებს გისურვებთ! იარეთ, მზიან ბილიკებზე ბედნიერებმა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლალი კუპატაძე.

„თქვენ გადავცურავთ ზღვას...“ - მიყვარხართ წარმატებები გიმრავლოთ უფალმა პატარა გულებში სიყვარული და გაათბეთ სამყარო
„სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი... სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს“ - მიმართა დამრიგებელმა ელისო რობაქიძემ მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203