
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი გაისმა თბილისის N108 საჯარო სკოლაშიც. სასკოლო საოზგადოებამ დიდი საიყვარულითა და სევდანარევი სხიარულით გააცილა კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე და უსურვა წარმატებები.