თბილისის N107 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილეს
25-05-2021
„107-ე სკოლის ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ცხოვრების ახალ ეტაპზე!“ - ასე გააცილეს თბილისის N107 საჯაარო სკოლიდან კურსდამთავრებულები, რომლებიც სულ პაწაწუნები, 6 წლისები შევიდნენ მშობლიური სკოლის შენობაში და ახლა უკვე სრულწლოვნები ემშვიდობებიან უსაყვარელს მასწავლებლებს.

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.



იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203