„დღე, რომელიც არასდროს გავიწყდება“ - განმუხურის საჯარო სკოლას მეთორმეტეკლასელები გამოეთხოვნენ
25-05-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლამ მეთორმეტე კლასელებისთვის დასამახსოვრებელი ღონისძიება გამართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლასთან გამომშვიდობება ემოციური იყო თავად მოსწავლეებისთვისაც.
„ეს არის დღე, რომელსაც 12 წელი ელოდები და დღე, რომელიც არასდროს გავიწყდება. შეგრძნებები, რომლებსაც სიტყვებით ვერ აღწერ და ადამიანები, რომლებიც სამუდამო კვალს ტოვებენ ცხოვრებაში. წლებთან ერთად გაუნელებელი ემოციები, რომლებიც 12 წლის განმავლობაში იქმნებოდა“, - აღნიშნავს განმუხურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თეკო შენგელია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია