წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რეგულაციების დაცვით აღინიშნა
25-05-2021
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი რეგულაციების დაცვით აღინიშნა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ პრეზენტაცია მოამზადეს.
აქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე - აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია