„ამიერიდან თქვენთვის ყველა კარი ღიაა“ - ნორიოს საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
25-05-2021
„ყველაზე უკეთესი სკოლა ცხოვრება და მისი აღმართ-დაღმართებია“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასელების დამრიგებელი მე-12ბ კლასს ემშვიდობება.
„ჩემო პატარებო და ახლა უკვე დიდებო ,ხვალ ახალ ცხოვრებას იწყებთ, ირეკება სკოლის ბოლო ზარი. ხვალიდან თქვენთვის ყველა კარი ღიაა, დარწმუნებული ვარ კარგად იცით რომელ კარს შეაბიჯოთ.
მინდა ყველა კეთილ საქმეში წარმატება გისურვოთ, ახდენილიყოს ყველა თქვენი ფიქრი და ოცნება; ისწავლეთ,იშრომეთ, საკუთარი თავის რწმენა იქონიეთ, შეუძლებელი არაფერია.
ყველაზე უკეთესი სკოლა ცხოვრება და მისი აღმართ-დაღმართებია. წარმატებულ აღმასვლას გისურვებთ,ჩემო ძვირფასებო. მიყვარხართ, გილოცავთ!“ - ვკითხულობთ მე-12 კლასის პირველი მასწავლებლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს