თბილისის N94 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები გააცილეს
25-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N94 საჯარო სკოლაშიც და სკოლის დირექციამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა: „2020 -2021 წლის კურსდამთავრებულებო! გილოცავთ და სევდანარევი გრძნობით გემშვიდობებით! წარმატებებს გისურვებთ! რთული და „სხვანაირი“ სასწავლო წელი გქონდათ, მაგრამ გვჯერა, თქვენ მოახერხებთ და შეძლებთ, გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევას, გაუმკლავდებით და წინ, ოცნების ასრულებისკენ სვლას გააგრძელებთ! მოგვენატრებით! სკოლის დირექცია!“ - აღნიშნულია თბილისის N94 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203