ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
25-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა. 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისტორიის მასწავლებელმა გიორგი ბასილაძემ. მოსწავლეებს და მასწავლებლებს დამოუკიდებლობის დღე სკოლის დირექტორმა ნონა მელაძემ მიულოცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე - აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია