ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მეხუთეკლასელებმა გარემოს დაბინძურების თემაზე პროექტები წარადგინეს
25-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მეხუთეკლასელებმა გარემოს დაბინძურების თემაზე პროექტები წარმოადგინეს.

ფინალური პროექტები „პროგრესელებმა“ ახლადდანერგილი საგნის - „მომავლის პროფესიების ფარგლებში, Tinkercad-ის პროგრამაში შექმნეს.

Tinkercad-ი სამგანზომილებიანი მოდელირების ონლაინპლატფორმაა, სადაც მოსწავლეები სივრცული ფიგურებისგან 3D პროექტებს აწყობენ.

„მოსწავლეებმა Tinkercad-ის მეშვეობით წარმოადგინეს საკუთარი თვალით დანახული გარემოს დაბინძურების პრობლემა, პროექტებში ასახეს მათ გარშემო არსებული მდგომარეობა და მომავლის ხედვები.

შეგახსენებთ, რომ „მომავლის პროფესიები“ სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალში დაინერგა. საგნის ფარგლებში მოსწავლეები ემზადებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის და ეუფლებიან საჭირო პროფესიების საფუძვლებს. მათ შორის: პროგრამირებას, ელექტროინჟინერიას, 3D მოდელირებას, ანიმაციისა და თამაშის შექმნას. სწავლება პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203