ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით და საგანმანათლებლო პროექტებში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვის საკითხებს. აღნიშნულის ფარგლებში გრძელდება პროექტი „ჩვენი სკოლის მწვანე ეზო“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ნარგავებს რგავენ, უვლიან და ალამაზებენ სკოლის გარემოს.
იხილეთ ფოტოები: