ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა დიორამა შექმნეს
25-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში პედაგოგები მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეები შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის ნამუშევრებს ქმნიან.

„დიორამა რაიმე მოვლენის, პეიზაჟის, სიუჟეტის, პროცესის ამსახველი სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელია, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის.

დიორამის შექმნა საკმაოდ შრომატევადი, კომპლექსური, საინტერესო პროცესია, რომელიც მოსწავლეებს ტექსტის გაგება–გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.  

„პროგრესის“ მე-2-ბ კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს საინტერესო დიორამები და გაახმოვანეს იგავ-არაკის პერსონაჟები“, - აღნიშნავს პედაგოგი ლელა მიქელაძე.

იხილეთ ვიდეო

გვეამაყებით "პროგრესელებო"
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203