„გავაცილეთ ჩვენი ლამაზი გოგო-ბიჭები და დავულოცეთ ახალ ეტაპზე გადასვლის გზა“ - თბილისის N86 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
25-05-2021
„დაირეკა კიდევ ერთი ბოლო ზარი. გავაცილეთ ჩვენი ლამაზი გოგო-ბიჭები  და დავულოცეთ ახალ ეტაპზე გადასვლის გზა. წარმატებები ვუსურვოთ მათ! გვიყვარხართ და მოგვენატრებით!“ - ასე გააცილა თბილისის N86 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები. იყო ემოციების ზღვა და სევდანარევი სიხარული - განცდა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეუფლება ადამიანს.

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203