ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყვავილნარი გააშენეს
25-05-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით პროექტი ხორციელდება. 

მოსწავლეებმა ყვავილნარი გააშენეს და მას გულმოდგინედ უვლიან. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად კეთილმოაწყვეს ყვავილნარი, რომელსაც მოვლა-პატრონობას არ აკლებენ. მათი ხელით ჩარგული ყვავილები დაწყებითების კორპუსის ეზოს ალამაზებენ“, -აღნიშნავს სკოლის წარმომდგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203