„თორმეტწლიანი მეგობრობის სამახსოვროდ სკოლის სურვილია: „მინდა იყო ღირსეული ადამიანი“-თბილისის N83 სკოლის დირექციის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
25-05-2021

თბილისის N83 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 

სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„კურსადმთავრებულებო, გილოცავთ!
თქვენი სკოლა იმავე სიყვარულით, იმავე მოლოდინითა და იმავე სიამაყით გაცილებთ, როგორი სიამაყითა და მოლოდინითაც ყოველდღე გხვდებოდათ, გელოდათ, გგულშემატკივრობდათ....
თეთრ პერანგზე დასაწერი უამრავი ფრაზის, ემოციის, სიყვარულის შეკრება და ერთი წინადადებით თქმა ძნელი ყოფილა, თუმცა თორმეტწლიანი მეგობრობის სამახსოვროდ სკოლის სურვილი ასეთია: „მე მინდა, რომ იყო ღირსეული ადამიანი“ შენი 83-ე სკოლა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203