
ცაგერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს არც დედაენის დღე გამორჩენიათ. სკოლაში საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
„ენა საღმრთო რამ არის...მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს..."
გილოცავთ დედა ენის დღეს!
უპირველესად, უანგაროთ გვიყვარდეს ენა ჩვენი, მამული ჩვენი, რწმენა ჩვენი!!!
„ქართული მარტო ენაა?-
ქართული ქართველთ რწმენაა!-
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა,-
იმოდენაა!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.