„მომავლის სვანეთი“ - ბათუმის N18 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
25-05-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლის Vგ კლასში ღონისძიება - „მომავლის სვანეთი“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს გუნდი „უშგული“. გუნდის ლიდერი ელენე დარჩია, ხოლო წევრები: მარიამ თურმანიძე, სანდრო მოწყობილი, დათო აბშილავა და ლუკა გოგიბერიძე იყვნენ.
გუნდმა სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდის - SWOT ანალიზის საფუძველზე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის - სვანეთის განვითარების გეგმა შეიმუშავა. მათ უმაღლესი ხარისხის საგანმამათლებლო სარეკლამო ხასიათის პროდუქტებიც (მაისურები და ბუკლეტები) შექმნეს.