
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ციფრული ადიქცია“ იმუშავეს.
მათ მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„წარმატებებს გისურვებთ!
21-ე საუკუნის დაავადებაა ციფრული ადიქცია - მიჯაჭვულობა კომპიუტერებთან, ტელეფონებთან, სმარტფონებთან, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში: შეისწავლეს ციფრული ტექნოლოგიების დადებითი და უაყოფითი მხარეები, მიიღეს რეკომენდაციები ციფრულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები