„ფერადი ცხოვრების გზებით გევლოთ“ - თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მეთორმეტეკლასელებს
25-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N72 საჯარო სკოლაშიც; „72-ე სკოლის 2021-წლის გამოშვებავ! (მე-12 „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ კლასელებო!) ძვირფასებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ მშვიდობიან ზეცას! წარმატებულნი, ბედნიერნი - ყოფილიყავით მუდამ! ფერადი ცხოვრების გზებით გევლოთ! მიყვარხართ! P.S. გული ძალიან მწყდება, რომ გარკვეულ, საპატიო მიზეზთა გამო, ვერ გაგაცილეთ და თქვენს პერანგებზე სამახსოვრო ხელმოწერა ვერ გავაკეთე!“ - ასე, დიდი სიყვარულითა და ემოციურად გამოემშვიდობა კურსდამთავრებულებს N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203