თბილისის N120 სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა - „ნორჩი ეკოლოგები“ გარემოსდაცვით კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა
25-05-2021

თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა „ნორჩი ეკოლოგები“ კონკურსში „შექმენი ეკოგმირი“ მეორე ადგილი მოიპოვა. კონკურსის ყველა მონაწილე სკოლას მონაწილეობისა და საინტერესო ნაშრომების შექმნისთვის ეკოგმირის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა.

კონკურსის „შექმენი ეკოგმირი“ ფარგლებში 500-მდე ნამუშევარი შემოვიდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან, რისთვისაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს. თქვენი ნამუშევრები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და გვახარებს, რომ გარემოზე ზრუნვა თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ყველა მონაწილე სკოლას გადაეცემა ეკოგმირის სპეციალური სერტიფიკატი მონაწილეობისა და საინტერესო ნაშრომების შექმნისთვის.

კონკურსის პირობების და ჟიურის შეფასების მიხედვით გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი.
 
მეორე ადგილი აიღო: თბილისის 120-ე საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეების ჯგუფმა - „ნორჩი ეკოლოგები“, - აღნიშნულია კონკურსის ორგანიზატორის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203