„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ - ენაგეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
25-05-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნანა ჯანგებაშვილის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5-8 კლასის მოსწავლეებმა. მათ შეასრულეს სიმღერები ქართული ენის თემატიკაზე. წაიკითხეს ქართველი მწერლების ლექსები, აფორიზმები და მათი ბიოგრაფიული ცნობები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია